ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა. იუწყება რუსული მედია დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტზე ასლან ბარციცზე დაყრდნობით.
"რადიო თავისუფლები" კორესპონდენტის ცნობით, ამჟამად რუსეთის დე ფაქტო საელჩოში მიმდინარეობს შეხვედრა ოპოზიციის ლიდერ ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადისლავ სურკოვს შორის, რომელიც დღეს ჩავიდა სოხუმში.
ოპოზიციონერი დეპუტატი ბატალ ტაბაღუა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან გავიდა და მათ წაუკითხა ხაჯიმბას გადადგომის შესახებ დოკუმენტი. შეკრებილები ცნობას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
2020 წლის 10 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. სასამართლომ დააკმაყოფილა საპრეზიდენტო კანდიდატის, ოპოზიციონერი ალხას კვიცინიას საკასაციო სარჩელი.
აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელახალი ე.წ. არჩევნები 22 მარტს დანიშნა.
მანამდე, 9 იანვარს, რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა სოხუმში. მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და დაარბიეს.