აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. სასამართლომ დააკმაყოფილა საპრეზიდენტო კანდიდატის, ოპოზიციონერი ალხას კვიცინიას საკასაციო სარჩელი.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად, ოკუპირებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა გაიმართოს.