"ჩვენ გვირჩევნია, საკუთარი აზრი გვქონდეს, ვიდრე სხვების მიერ მიღწეულ შეთანხმებას იძულებულით დავთანხმებოდით", - განაცხადა ტყემალაძემ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტია "მრეწველების" ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, "ეროვნულ ფორუმს" მათთვის მოსაწვევი არ გაუგზავნია, თუმცა შეთავაზება იყო 8 ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მონაწილეობაზე.
"როდესაც შეთავაზება გაკეთდა, შემდეგი პირობა წამოგვიყენეს: თუ პარტიების ნახევარი მაინც მიიღებდა რაიმე გადაწყვეტილებას, მეორე ნახევარი იძულებული იქნებოდა ამ გადაწყვეტილებას დასთანხმებოდა. ამიტომ უარი ვთქვით კონფერენციაში მონაწილეობაზე, რადგან ჩვენი აზრი გვქონდა და გვერჩივნა ეს აზრი საკუთარი ყოფილიყო და არა სხვის მიერ შემოთავაზებული", - განაცხადა ტყემალაძემ.