ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება საქართველოს და რუსეთის მთავრობების ინტერესებშია, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
"მსოფლიოში არის ორად ორი მთავრობა, რომელიც ემტერება ანაკლიის პროექტს. ეს არის საქართველოს მთავრობა, რომელიც ერთს საუბრობდა, მაგრამ, რეალურად, ძირს უთხრიდა პროექტს და მეორე - ეს არის რუსეთის მთავრობა. ყოველგვარი ინტერპრეტაციის და ანალიზის გარეშე, ეს არის ფაქტი. ეს ორი მთავრობა ემტერება მხოლოდ და მხოლოდ ამ პროექტს. ეს ყველაფერი შეიცვლება ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსვლის შემდეგ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი.
საქართველოს მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას წყვეტს.