14 ოქტომბერს დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებაზე საქართველო პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, საქართველო არ აპირებს ცეცხლის განუახლებლობაზე შექმნილ დოკუმენტზე ხელის მოწერას.
როგორც იაკობაშვილი აცხადებს, მთავარი ამ ეტაპზე დევნილების სახლებში დაბრუნებაა და 14 ოქტომბერს სწორედ ამ საკითხზე გაკეთდება აქცენტი.