დრო, როცა ირანი ახდენდა რეგიონის დესტაბილიზაციას, დასრულდა - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ვიდრე ის არის აშშ-ის პრეზიდენტი ირანი ვერ შეძლებს ბირთვული იარაღის ფლობას.
"ირანელები მშვიდდებიან და ეს კარგის ნიშანია მთელი მსოფლიოსთვის. როდესაც ირანი ახდენდა რეგიონის დესტაბილიზაციას, ეს დრო დასრულდა. მინდა მივესალმო ყველა ამერიკელი ჯარისკაცის ძალისხმევას, დაწყებული 1979 წლიდან, უფრო ზუსტი რომ ვიყო. ძალიან ბევრმა ერმა იმ დროიდან იწვნია ირანის ქმედება და ეს დღეები დასრულებულია.
ირანი იყო წამყვანი ტერორიზმის დამფინანსებელი და ბირთვული იარაღის მწარმოების მსურველი, რათა დესტაბილიზაცია შეეტანა ცივილურ სამყაროში. ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ", - თქვა ტრამპმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს თეირანის წინააღმდეგ მძლავრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას.
დონალდ ტრამპმა მოუწოდა დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, რუსეთსა და ჩინეთს, რომ აღიარონ რეალობა და ჩამოშოროდნენ ირანთან ბირთვულ შეთანხმებას, რადგან ამგვარად "მსოფლიო უფრო მშვიდი და წყნარი იქნება".