სომხეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მოლაპარაკების, შეხვედრისა და დიალოგის გზით არ შეიძლება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა ქართველ კოლეგასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მოვილაპარაკეთ, რომ სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს თვეში ერთხელ ან ორჯერ შეხვდებიან და ეს ნორმალურია", - განაცხადა სომხეთის საგრეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მრავალმხრივი საკითხების განხილვა მოხდა, თუმცა საუბარი ძირითადად ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.