კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა მიესლამება იმ ფაქტს, რომ საქართველოში მოქმედი კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების ძირითადმა ნაწილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმება შეძლო.
მან იმედი გაამოთქვა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესსაც წარმატებით დაასრულებს და საბოლოოდ საარჩევნო კოდესში ცვლილებები განხორციელდება. ამის შესახებ კუკავამ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" განაცხადა, სადაც 8 ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მათი ვარიანტი საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო.
"შეთანხმება მოხდა. ეს იყო კომპრომისის საფუძველზე, რადგან ყველა პარტიას მოუხდა რაღაცის დათმობა. მზად ვართ ხელისუფლებასთან სასაუბროდ. საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება მხოლოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის კომპრომისის შედეგად. ხელისუფლებისგან ვითხოვთ, რომ საარჩევნო კოდექსი მივიღოთ შეთანხმების წესით", - განაცხადა კუკავამ.