საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტი საბოლოოდ მომავალ სასესიო კვირას დაამტკიცებს. ამის შესახებ განცახდება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს სდომაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, უახლოეს სასესიო კვირის დღის წესრიგში იქნება გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვა. თუმცა ბაქრაძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ვენეციის კომისიამ და რა რეკომენდაიცები შეიმუშავა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის მთვაარ რეკომენდაციას წარმოადგენდა სწორედ ის, რომ მათი საბოლოო რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე პარლამენტს აღნიშნული პროექტი არ დაემტკიცებინა. პარლამენტმა კი აღნიშნული პროექტის განხილვა იმ არგუმენტით გადაწყვიტა, რომ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე არ მოხდებოდა პროექტის დამტკიცება.