ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში, წვლილი შეიტანა კონკრეტულად ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, დავით თარხან-მოურავმა და ჩვენმა ძალისხმევამ, - ამის შესახებ განცხადება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდებოდა, იცოდა მხოლოდ მან და არ იცოდა ხელისუფლებამ.
"დღევანდელი დღე რომ შედგა, ამაში და ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში, წვლილი შეიტანა კონკრეტულად ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, დავით თარხან-მოურავმა და ჩვენმა ძალისხმევამ. მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გაგვიჩერებია ძალისხმევა იმისათვის, რომ შემდგარიყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.
მე მთელი ღამე არ მეძინა თეთრად გავათენე იმიტომ, რომ ვიცოდი მხოლოდ მე და არ იცოდა ხელისუფლებამ. მე რომ მივედი დილით ერგნეთის გამშვებ პუნქტზე, მაშინ დაიწყო საპატრულო პოლიციამ, სუს-მა და სხვადასხვა სტრუქტურებმა მოძრაობა", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა.