ოპოზიცია წარმატებას ერთიანი ბრძოლის შემთხვევაში მიაღწევს, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა "შერატონ მეტეხი პალასში", სადაც ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და საერთაშოროისო ორგანიზაციებს აცნობენ.
მისი თქმით, კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების ნაყოფიერი შრომა და ერთიანობა ხელისუფლებას გაუჩენს გარდაუვალ აუცილებლობას, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე წავიდეს და მისი აზრი გაითვალისწინოს.
"თუ პროცესი გაგრძელდა ისე, როგორც ახლა მიდის და ოპოზიციურმა პარტიებმა დავიცავით ის შეთანხმება, რომ ცალ-ცალკე პროცესში წარმატების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხელისუფლებას გაუჩნდება გარდაუვალი აუცილებლობა, წამოვიდეს მოლაპარაკებებზე", - განაცხადა უსუფაშვილმა.