"შერატონ მეტეხი პალასში", სადაც 8 ოპოზიციური პარტია საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს აცნობს, არ მონაწილეობენ ლეიბორისტები, მრეწველები და პარტია "თავისუფლება".
ეროვნული ფორუმის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პარტიებს მოსაწვევები დაეგზავნა, თუმცა, ისინი დღევანდელ კონფერენციაზე არ მისულან.
"შერატონ მეტეხი პალასში" კონფერენცია ამ წუთებშიც გრძელდება.
5 საათზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.