"ლეიბორისტები ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გამოყვანას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. როგორც "ლეიბორისტების" საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 1000-მდე ქართველი ჯარისკაცი ავღანეთის ყველაზე ცხელ ზონაში - ჰელმანდის პროვინციაში, ყოველდღიურად სიცოცხლეს რისკავს, რაც მათ სამშობლოს რეალურად ვერაფერ სასიკეთოს ვერ მოუტანს.
კირთაძემ ჰელმანდის პროვინციაში რამდენიმე დღის წინ დაღუპული ოთხი ქართველი სამხედროს ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი, თანამდებობის შენარჩუნების მიზნით, ქართველების სიცოცხლისა და სისხლით ვაჭრობაში დაადანაშაულა.
მისივე თქმით, დღესვე საპროტესტო განცხადება გაეგზავნება ნატოს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს, ხოლო შემდეგ ლისაბონის ნოემბრის სამიტის წინ ნატოს წევრ სახელმწიფოთა მეთაურს, სადაც მოვითხოვთ გადაიხედოს სახელმწიფობრივიად დაშლილი და ტერიტორიულად დაქუცმაცებული საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.
"გახმაურებული ინფორმაციით ამ დროსათვის გვყავს 5 დაღუპული და 4 დაჭრილი მოსამსახურე, თუმცა არის ფაქტები და მოსაზრებები რომ დაჭრილთა რაოდენობა მეტია და ისინი ფინანსურად და სოციალურად სრულიად დაუცველნი არიან. ამსთან დაკავშირებით დღესვე ოფიციალური შეკითხვით მივმართავთ და მოვითხოვთ საჯარო პასუხს აშშ-ის ელჩისგან საქათველოში", _ განაცხადა კირთაძემ და აღნიშნა, რომ "ლეიბორისტები" გეგმავენ, საპროტესტო აქციები თბილისში ახლადგახსნილ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთანაც გამართონ.