„მე Facebook - ში არასოდეს ვყოფილვარ. მე ვფიქრობ რომ ეს არის შეუმდგარი ადამიანების სამყარო, - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ეს არის დაფარული ვნებების სამყარო.
"მე არასოდეს ვყოფილვარ იქ, მაგრამ იმის გამო, რომ პოსტებს აგდებენ, ხან ვიღაც მეტყვის რომ შეხედე... მე მინდა გითხრათ, რომ ის რაც განხორციელდა, ამ გვერდების წაშლა, თუ რაც იყო, დიდი უმეტესობა, ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიერ განხორციელებული. იმიტომ, რომ ის რეაქცია, რაც მაგალითად კარპენტენს [ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი]ჰქონდა, ჯერ გამოცხადებული არ იყო და იმას უკვე ინტერვიუ ჰქონდა მიცემული... ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს დაგეგმილი იყო წინასწარ", - თქვა ხაინდრავამ