ეროვნული ფორუმის ლიდერის კახა შარტავას განცხადებით, თუ ხელისუფლება ოპოზიციასთან სარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არ ისაუბრებს, დაადასტურებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება რა სურს.
ამის შესახებ შარტავამ სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ე.წ. ოპოზიციური საარჩევნო კოდექსის განხილვაზე ისაუბრა.
"თუ ხელისუფლების წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დისკუსიებს არ გამართავენ, საზოგადოების მხრიდან სათანადო რეაგირება იქნება. უარის ან არასერიოზული მონაწილეობის შემთხვევაში კი ხელისუფლება დაადასტურებს, რომ მას არ სურს დემოკრატიულ სამართლიანი არჩევნების ჩატარება. და რომ ის არის გამყალბებელი ხელისუფლება. რა თუ რა ფორმის იქნება საზოგადოების რეაგირება ეს შემდგომ კონსულტაციებზე დადგინდება," - განაცხადა შარტავამ.
შეგახსენებთ, რომ 8 ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ერთობლივი პროექტი შეიმუშავეს. დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნულ პროექტს ექსპერტებს, არასამთავრობო ორაგნიზაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობენ.