გვინდა, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარებს არ უხდებოდეთ თბილისში ჩამოსვლა და შეეძლოთ ყველა სახის ინფორმაციის მიღება მათი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
როგორც მინისტრმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამ მიზნით უკვე შემუშავდა ერთიანი ფრონტ ოფისის კონცეფცია.
"ახლებურ ხედვას შემოგთავაზებთ ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის კუთხით. ჩვენ გვინდა რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარებს არ უხდებოდეთ თბილისში ჩამოსვლა სათაო ოფისში და შეეძლოთ ყველა სახის ინფორმაცია და დახმარების მიღება მათი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად. ამ ამოცანიდან გამომდინარე დამუშავდა ერთიანი ფრონტ ოფისის კონცეფცია, რომელიც მომზადდა პრემიერის დავალებით, რომელიც უკვე მომავალი გაზაფხულიდან ამოქმედდება. ეს იქნება ჭეშმარიტი ბიზნეს სახლის პროექტი, რომელიც არ საჭიროებს ძვირადღირებულ შენობას დედაქალაქში, არამედ ეს იქნება ისეთი ბიზნეს-სახლი, რომლიც თითოეული ადამიანის სახლთან მოვა და ჩვენს პროგრამებზე წვდომას ყველა მსურველს გაუმარტივებს", განაცხადა ნათია თურნავამ.