პრეზიდენტის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა გაიზარდა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე ძალაშია.
ბრძანებულების თანახმად, საქართველოს თვადაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 1 204 წვევამდელით განისაზღვრა. აქამდე არსებული ნორმით კი წვევამდელთა ოდენობა 738 იყო.
შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო გაწვევა 10 აგვისტოს დაიწყო და 30 დეკემბრამდე გაგრძელდება.