საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის გასაცნობად ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მივიდა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში დაჭრეს.
ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაციაში ჩაუტარდა. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ კიდევ ერთი - ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ცოტნე გამსახურდიას ნაკვეთი ჭრილობები თავისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.