ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ ჟენევის ფორმატი შენარჩუნდეს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული მხარე დევნილების ღირსეულად დაბრუნებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავებაზე ისაუბრებს. იმედი გვაქვს, რომ მეტნაკლებად წარმატებას მივაღწევთ, რადგან ამ დრომდე ეს მოლაპარაკებები განსაკუთრებული პოზიტიურობით არ გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ფორმატი შენარჩუნდეს", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ჟენევის ფორმატი ერთადერთია, რომელზეც ქართული მხარე გაფართოებულ ფორმატში ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებს აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-13 რაუნდი გაიმართება.