ცოტნეს მდგომარეობა მძიმეა, დაჭრილია გულმკერდის არეში - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც საავადმნყოფოში იმყოფება, სადაც ცოტნე გამსახურდიას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
„მდგომარეობა მძიმეა, დაჭრილია გულმკერდის არეში. ჯერჯერობით მთავარია, გავარკვიოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდეგ ის, თუ რა შედეგს დადებს გამოძიება. რაც მე მითხრეს ინფორმაცია, ეს არის დანისებრი ბასრი საგანი. არის საკმაოდ საშიში ჭრილობა. დაველოდოთ, რას იტყვიან ექიმები. პირადი დაპირისპირება, როგორ გითხრათ, ასეთ რაღაცებზე არ ვარ კომპეტენტური, პირადი დაპირისპირება რატომ უნდა ყოფილიყო“ ,- აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია თბილისში დღეს დაჭრეს. შემთხვევა ვერაზე მოხდა. მას გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.