"ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი 8 ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ერთობლივი პროექტის შემუშავებას დადებითად აფასებს.
ალასანიას განმარტებით, დღეს თითქმის პირველად საქართველოში მოქმედი ძირითადი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსის ერთობლივ ხედვაზე შეთანხმდნენ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტს არასამთავრობო ორგანზიაციებს, ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგაანიზაციებს წარუდგენენ განსახილველად, მოლაპარაკებები ხელისუფლებასთანაც დაიწყება.
"ძალიან მნიშვნელოვანია, თითქმის პირველად, ძირითადი ოპოზიცური პარტიის წრამომადგენლები შევთანხმდით საერთო ხედვაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო ჩვენს ქვეყანაში. საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საარჩევნო სიების საკითხი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მედიის შესაძლებლობის გამოყენება. ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ობიექტურ და თავისუფალ არჩევნებში. ამომრჩევლის ნება უნდა იყოს დაცული. უახლოეს მომავალში დავიწყებთ მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან. დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკური სუბიექტის ინტერესში შედის ქვეყანაში არჩევნების სამართლიანად ჩატარება,-" განაცხადა ირაკლი ალასანიამ "შერატონ მეტეხი პალასში" გამართული კონფერენციის დაწყების წინ. პრესკონფერენციაზე ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ერთობლივ პროექტს არასამთავრობო ორგანზიაციებს, ეექსპერტებსა და საერთაშორისო ორგნიზაციებს აცნობენ.