ცხარე წიწაკის რეგულარული მიღება ამცირებს გულს-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული დაავადებებისა და ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს.
ახალი კვლევა ჩატარდა იტალიაში, რომელშიც 23 ათასი ადამიანი მონაწილეობდა .
კვლევაში ჩართულ ადამიანებს სპეციალური სამედიცინო ჯგუფი 8 წლის განმავლობაში აკვირდებოდა.
როგორც აღმოჩნდა, ადამიანების, რომლებიც კვირაში ოთხჯერ მაინც მიირთმევდნენ ცხარე წიწაკას, გულის შეტევით სიკვდილის რისკი 40%-ით დაბალი იყო, ხოლო ინსულტით სიკვდილის რისკი 50%-ით დაბალი, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც იშვიათად მოიხმარდნენ ამ პროდუქტს.
ახლა უკვე მკვლევრები გააგრძელებენ მუშაობას იმის გამოსარკვევად, თუ რა ბიოლოგიური პროცესები უდევს საფუძვლად ცხარე წიწაკის დადებით მოქმედებას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემცირებაში.