15 წლის მოზარდის მკურნალობაში ქართველ ექიმებთან ერთად ისრაელის წამყვანი ჰოსპიტლების სპეციალისტები ჩაერთვებიან.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაციის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი კოორდინაცით დღეს ღამით თბილისში ისრაელის წამყვანი ჰოსპიტლების ნეიროქირურგიული დეპარტამენტის დირექტორი და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ჩამოფრინდნენ.
ისინი ქართველ ექიმებთან ერთად განსაზღვრავენ 15 წლის მოზარდის სამედიცინო მდგომარეობას და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას.