რეჟისორი გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბოლოდროინდელ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება და პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უარყოფითად აფასებს. ხაინდრავას თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის კარგი დესპანი, რომლის მსგავსიც საქართველოს არ ჰყოლია.
"სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში რაც ხდება ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ მორალია მოსპობილი, ელემენტარულად, ქალბატონს არ უნდა აკადრონ ამდენი სიცრუე. მათ ჰყავდათ პრეზიდენტობის კანდიდატად რუსეთის უშიშროების თანამშრომელი და სალომე ზურაბიშვილს დააბრალეს რუსეთის უშიშროების თანამშრომლობა. ზურაბიშვილის მსგავსი დესპანი საქართველოს არ ჰყოლია," - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.