დღეს, 3 ოქტომბერს, სომხეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ორდღიანი ვიზიტი იწყება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტროს სომხეთში ვიზიტად ჩასვლის გადაწვეტილება საქართველოს და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა, გრიგოლ ვაშაძემ და ედვარ ნალბანდიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრაზე მიიღეს.
სექტემბრის დასაწყისში ოფიციალურმა ერევანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სომხეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. სომხეთის საგარეო უწყებამ ქართველი მინისტრის გამონათქვამი სომხეთში რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით შეაფასა, როგორც სხვის საქმეებში ჩარევა.
"სომხეთის ხელისუფლებას არაერთხელ გამოუხატავს პოზიცია სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნასთან დაკავშირებით. არც ერთი სხვა ქვეყნის ჩინოვნიკს უფლება არ აქვს ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში და აკეთოს კომენტარები ჩვენი უსაფრთხოების საკითხებზე", _ განაცხადა სომხური მხარემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ სომხეთში რუსეთის ბაზასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბაზა საფრთხეს უქმენის არა მხოლოდ რეგიონის, არამედ სომხეთის უსაფრთხოებას.
ვაშაძე თბილისში 4 ოქტომბერს დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ედვარ ნალბანდიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისში მიმდინარე წლის ივნისში იმყოფებოდა. საგარეო საქმეთა უწყების პირველი პირი კი ერევანს გასული წლის სექტემბერში სტუმრობდა.