დღეს, 2 დეკემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. გენპროკურორი ზურაბ აჩბა და მისი მოადგილე გადააყენა.
მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობიდან გაათავისუფლა შინაგან საქმეთა მინისტრი გარი არშბა და მინისტრის მოვალეობის შემსრულებად მისი მოადგილე ლევან კვარაცხელია წარადგინა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საპროტესტო აქცია სოხუმის ცენტრში. პროტესტის მონაწილეები ითხოვდნენ რესტორან სან რემოსთან მომხდარი მკვლელობის გამოძიებას.
22 ნოემბერს სოხუმში, რესტორან სან რემოსთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ე.წ. კანონიერი ქურდები ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. მკვლელების ვინაობა უცნობია.