"მესმის, რომ ჩემს მეგობარ სილვიო ბერლუსკონის აკავშირებს მჭიდრო მეგობრობა, ძალიან ახლობლური და თითქმის ინტიმური უერთიერთობა ვლადიმერ პუტინთან და თუ ის ამას სასარგებლოდ გამოიყენებს, მხოლოდ მივესალმები", - ასეთი შეფასება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა იტალიის პრემიერის სილვიო ბერლუსკონის კომენტარზე. ბერლუსკონიმ იტალიის სენატში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშილი რუსი ჯარისკაცების მიერ ყველაზე მაღალ ხეზე ჩამოხრჩობას მისმა და სარკოზის დიპლომატიურმა ძალისხმევამ გადაარჩინა.
"ვუსმენდი მის გამოსვლას პარლამენტში, სადაც საუბრობდა თავის მიღწევებზე, მათ შორის იყო ჩემი მაგალითიც, რომ მან გადამარჩინა მაღალ ხეზე ჩამოხრჩობას. მესმის, რომ ჩემს მეგობარ სილვიო ბერლუსკონის აკავშირებს მჭიდრო მეგობობრობა, ძალიან ახლობლური და თითქმის ინტიმური ვლადიმერ პუტინთან და თუ ამას სასარგებლოდ გამოიყენებს, მხოლოდ მივესალმები", - აღნიშნა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სილვიო ბერლუსკონიმ იტალიის სენატში სიტყვით გამოსვლის დროს, აგვისტოს ომის შეჩერება საკუთარ და ნიკოლა სარკოზის დამსახურებად ჩათვლა და განაცხადა, რომ მან და სარკოზიმ მიხეილ სააკაშვილი ხეზე ჩამოხრჩობისგან გადაარჩინეს.