დიალოგი არის გზა, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა მოინახოს, _ ასე უპასუხა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ქართველ ჟურნალისტს შეკითხვაზე რა შეიძლება გააკეთოს ნატომ, რომ რუსეთმა ნაკისრი ვალდებულები შეასრულოს და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია დაიწყოს. რასმუსენი ჟურნალისტებს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პასუხობდა.
"მე შემიძლია დავადასტურო, რომ რუსეთთან დიალოგში შევეხეთ ამ პრობლემებს საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომა არის დიალოგი გავამყაროთ. ნატოს ინიციატივა არის, რომ მოლაპარაკების გავმართოთ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ, რომელიც ემყარება სამ ფუნდამენტურ პრინციპს - გამჭირვალობა, ორივე მხრიდან თავშეკავება და და მიმღები ქვეყნის თანხმობა შეიარაღებული ძალების განთავსებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა რასმუსენმა.
მისივე შეფასებით, ზემოთ აღნიშნული ბაზისის შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ბერკეტი სიტუაციის განხილვისა, როგორც აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ასევე დნესტრიპირეთში.
"დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ დიალოგი არის იმის გზა, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტები იქნას მონახული ამ სამწუხარო კონფლიქტებში", - აღნიშნა ნატო გენმდივანმა.