სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი პერ ეკლუნდი ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს "ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის" (CIB) შესახებ.
პროგრამის მიზანია ისეთი ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა, როგორებიცაა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი და სტანდარტების, ტექნიკური რეგულირებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო; ასევე კონტროლის პალატა, პარლამენტი და სახალხო დამცველის აპარატი.
ეს ინსტიტუტები საკვანძო როლს შეასრულებენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც საქართველოში 2010 წლის 15-16 ივლისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კეტრინ ეშტონის ვიზიტის დროს დაიწყო.
ხელმოწერა ხვალ, სახელმწიფო კანცელარიაში ხვალ, 2 ოქტომბერი, 11 საათზე გაიმართება.