მიხეილ სააკაშვილმა ნატოს ავღანეთში ტვირთების გადასაზიდად საქართველოს სატრანზიტო გზა შესთავაზა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდრეს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ავღანეთში ტვირთების გადასატანად შემიძლია შემოგთავაზოთ საქართველოს სატრანზიტო გზა და პირობას გაძლევთ, რომ ეს გზა იქნება ყველაზე უსაფრთხო და მისი ბლოკირება არასდროს მოხდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ქართულ მხარეს ნატოსთვის კიდევ ბევრი შეთავაზება გააჩნია.