საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო მეგობრების დამსახურებაა ის ფაქტი, რომ რუსეთმა სრულად ვერ შეძლო საქართველოს ტერიტორიის ოკუპირება.
მისი თქმით, სწორედ უცხოელი მეგობრების და ქართველების ერთად დგომის შედეგია ის, რომ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა კიდევ ფრიალებს პრეზიდენტის რეზიდენციის დარბაზის თავზე.
ამის შესახებ სააკაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში, ნატოს გენერალურ მდივანთან Aნდრეს ფოგ რასმუსენთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი საერთაშორსო ინტერესები და გვყავს მოკავშირეები, მეგობრები და ის, რომ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა კიდევ ფრიალებს ამ დარაზის თავზე, ის რომ საქართველო აგრძელებს წარმატებით განვითარებას მიუხედავად მისი ტერიტოიის 20% - ის ოკუპაციისა. ასევე, ჩვენი საერთაშიროს მეგობრების, ჩვენი ერთად ყოფნის დიდი დამსახურებაა", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოს მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანა გადარჩეს, განვითარდეს და გაძლიერდეს.
მასალის გამოყენების პირობები