ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და მყარად ვუჭერთ მხარს სუვერენიტეტს, _ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზედენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ნატო საქართველოსთან თანამშრომლობს ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში და ეს არის ნაბიჯი წინ.
"რაც შეხება ასეთ მომენტებს ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულებები რაც მათ აიღეს ექვსპუქტიანი შეთანხმებით 2008 წელს.
ვამბობ რა ამას ჩემი ცალსახა მიზანი გახლავთ ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთსა და ნატოს შორის, რაც იმედია ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორობამდე მიგვიყვანს. ეს ჩვენს ორმხივ ინტერესებშია და ასევე საქართველოს ინტერესებში", _ განაცხადა რასმუსენმა.