პარლამენტის წევრს, ჯონდი ბაღათურიას მიაჩნია, რომ "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს და მისი წარმოდგენილი სახით მიღება ხელს შეუშლის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
ჯონდი ბაღათურია ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე კანონპროექტის განხილვის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ "ქართული დასის" შენიშვნები ვენეციის კომისიის შენიშვნების იდენტურია.
"ქართული დასის" წევრებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია საპარლამენტო უმცირესობას მიეცეს მთავრობის საქმიანობაზე მონიტორინგის საშუალება. ამისთვის კი მათი აზრით, აუცილებელია კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და სახალხო დამცველს ნიშნავდეს საპარლამენტო ოპოზიცია. ეს იქნება გარკვეული ბერკეტი მთავრობის საქმიანობის გასაკონტროლებლად.
პარტიას შენიშვნები აქვს პრემიერ-მონისტრის არჩევის წესთან დაკავშირებითაც, მათთვის მიუღებელია ის მუხლიც, რომელიც მოსამართლეთა დადგენილი ასაკის მიღწევამდე უვადოდ დანიშვნას და 3 წლიან გამოსაცდელ ვადას ითვალისწინებს.