საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს საქართველოში ჩამოსვლისათვის და პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვისათვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტმა 2008 წლის სექტემბერში რასმუსენის მიერ გაკეთებული საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნატოს ყოველთვის შეუძლია საქართველოს იმედი ჰქონდეს სამშვიდობო მისიებში სანაცვლოდ კი ნატოს პოლიტკური მხარდაჭერის იმედი ექნება.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში რასმუსენთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ აქ ბრძანდებით, ჩვენ გვახსოვს თქვენი თამამი განცხადებები 2008 წლის სექტემბერში, როდესაც ჩემი ქვყნისათვის გადამწყვეტ მომენტში ჩამოხვედით. ძალიან დიდი პატივისცემითა და მადლიერებით აღნიშნავს თქვენს წვლილს, როგორც ნატოს გენერალური მდივნის. თქვენ ძალიან რთულ პერიოდში მსახურობთ ამ პოსტზე, ბევრი გამოწვევაა, ამავდროულად, თქვენ თანამშრომლობთ ნატოს პარტნიორებთან არა მხოლოდ ალიანსის წევრებთან. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ნატოსთვის, ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, თქვენი პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი გვაქვს ჩვენი სუვერენიტეტისა, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთოდ თავისუფალი მომავლის ჩვენი ქვეყნისა. დიდი მადლობა გენერალური მდივანო აქ, რომ ბრძანდებით ამ გადამწყვეტ მომენტში", - განაცხადა პრეზიდენტმა.