2019 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1.0 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 43.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების2 მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 699.4 ათასი შეადგინა.
2019 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 526.6 ათასი შეადგინა.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 417.7 ათასი ტურისტული და 281.8 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 61.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების ვიზიტორების უმრავლესობა, 43.7 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 47.0 პროცენტს შეადგენდა.
2019 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 34.9 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 350.5 ათასი და 122.2 ათასი ვიზიტი. 2019 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.5 ღამე შეადგინა.
განხორციელებული ვიზიტების 95.0 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2019 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ 2019 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 599.9 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 857.7 ლარს გაუტოლდა.