საპარლამენტო უმცირესობა მომავალ პარლამენტში ოპოზიციის უფლებებზე ზრუნავს, ასე შეაფასეს კონსტიტუციის პროექტის მერე მოსმენისას უმრავლესობის წევრებმა ქდმ-ს ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის გამოსვლა, რომელიც საგამოძიები კომისიების შექმნისას დეპუტატების ნებართვის გარდა საკითხის გატანას საკონსტიტუციო ძალის გამოყენებითაც ხცდილობდა.
ვეფხვაძის განმარტებით, კომისიის შესაქმნელად დეპუტატთა ნაწილის თანხმობის გარდა დეპუტატს საშუალება აღარ აქვს საკუთარი წინადედება სასამართლოს ძალით გაიტანოს იმ შემთხვევაში თუ კი აღმოჩნდება, რომ პარლამენტმა მას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი უთხრა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ უმცირესობამ კარგად ვერ გაიგო და რომ 1/4¼ ნაცვლად ამიერიდან ასეთი კომიის შესაქმნელად დეპუტატთა 1/5 თანხმობაა საჭირო რაც წინგადადგმული ნაბიჯია.
უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განმარტებით, როგორც ჩანს, ქრისტიან-დემოკრატები მომავალშიც უმცრესობაში აპირებენ ყოფნას.
ცისკარიშვილის განცხადებას სესიაზე ქდმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი გამოეხმაურა და ოპოზიციის დღევანდელი ბრძოლა ქვეყნის განვითარებისთვის და მომავლისთვის ბრძოლად შეაფასა.
ახვლედიანის განმარტებით, მისი პოლიტიკური ძალა სწორედ დღევანდელ ხელისუფლებაზე ზრუნავს, რადგან შემდგომ ოპოზციაც და პოზიციაც ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, როგორც ცივილიზირებულ ქვეყანაშია მიღებული.