"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" კომპანია "სითი პარკის" მიერ ერთწლიან პარკირების საფასურის გაძვირებას აპროტესტებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე აღნიშნული გადაწყვეტილების გამო პასუხს თბილისის მერ, გიგი უგულავას სთხოვს.
"საინტერესოა რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. რატომ გაიზარდა პარკირების გადასახადი. ის თანხები, რომლებიც ბიუჯეტიდან იხარჯება უნდა იყოს გამჭვირვალე და ტრანსფარენტული", - აღნიშნა აბაშიძემ საკრებულოს შენობაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 1-ლი ოქტომბრიდან, კომპანია "სითი პარკი" ერთწლიანი პარკირების საფასურს აძვირებს. კომპანიის ინფორმაცით, ერთწლიანი 25-ლარიანი პარკირების საფასურის ნაცვლად, 50 ლარს გადაიხდის.
"სითი პარკის" ინფორმაციით, პარკირების თანხის გაზრდის მიზნით კომპანიამ მერიას განაცხადით მიმართა, რომელმაც მოთხოვნა დააკმაყოფილა.