სამოქალაქო მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, საზოგადოებამ უნდა განაგრძოს პროტესტი ახალი კონსტიტუციის მიმართ.
განცხადება ბესელიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გააკეთა.
"მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, როცა კონსტიტუციის მიღება საზოგადოების გვერდის ავლით მოხდა. საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს სააკაშვილის ავტორიტატული რეჟიმის გაგრძელების მიზნით შექმნილი კონსტიტუციის არ დამტკიცებისთვის", - განაცხადა ბესელიამ.
კონსტიტუციის ახალი მოდელი პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განიხილეს. დღეს პროექტის მეორე მოსმენა მიმდინარეობს.