პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რასმუსენისა და მიხიელ სააკაშვილის ერთობლივი პრეკონფერენცია გაიმართება, სადაც მხარეები ყველა იმ ძირითად საკითხებს გააჟღერებენ, რაზეც გენერალური მდივნის ვიზიტი უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართვეოლს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან, პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურთან და პარალმენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან. ამასთან რასმუსენმა მონაწილეობა მიიღოს ნატოს სამოკავშირეო ოფისის გახსნის ცერემონიალზე. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში და ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა.