პრეზიდენტს საკანონდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება აღარ ექნება. ასეთი ჩანაწერი გაკეთდება კონსტიტუციაში, რომელში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის სესიაზე მეორე მოსმენით განიხილავან.
იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, პროექტში, პარლამენტში მისი პირველი მოსმენის შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. მასში გათვალისწინებული იქნა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შედეგად მიღებული რეკომენდაციები და შენიშვნები.
"ამიერიდან საკანონდებლო ინიციატივის უფლება პრეზიდენტს აღარ ექნება. გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნაში კი მონაწილეობას მიიღებს მთავრობა. თვითმმართველი ორგანოები ანგარიშვალდებულნი იქნებიან ასევე პარლამენტის წინაშე", - განაცხადა ადეიშვილმა.
პარალმენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განმარტებით, 78-ე მუხლში შევიდა ის ცვლილებაც, რომლის მიხედვით პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება დაიკავოს პარტიული თანამდებობა. ადრე მოქმედი კანონმდებლობით დასაშვები იყო პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ან ნებისმიერი პარტიული თანამდებობის პირი ყოფილიყო.