საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ პარლამენტის წინ საკონსტიტუციო ცვლილებების დაბლოკვის მოთხოვნით აქცია გამართა.
აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეურთდნენ.
"პარლამენტში კონსტიტუციის ახალი მოდელი მეორე მოსმენით განიხილება, რაც, ფაქტობრივად, მის დამტკიცებას ნიშნავს. ჩვენ ვაპროტესტებთ ისეთ კონსტიტუციას, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანისკენ იქნება მიმართული. სააკაშვილმა შექმნა კონსტიტუციის ისეთი მოდელი, რომლითაც პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერობით შეძლებს ქვეყნის ავტორიტატული რეჟიმის გაგრძელებას," - განაცხადა საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ლია მუხაშავრიამ.
აქციის მონაწილეთა განმარტებით, თუკი კონსტიტუციის დამტკიცების შეჩერება არ მოხდა, ისინი აქციებს კვლავ განაგრძობენ.