კარგი გამოსავალი იყო პროპორციული არჩევნები, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, კონსერვატიული პარტიიდან, ზვიად ძიძიგურმა. მსი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში საქმიანობის შესაძლებლობას 10-ზე მეტ პარტიას მისცემდა, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურას გაზრდიდა.
"პროპორციული სისტემა დაახლოებით 10-დან 15-მდე პარტიას შესაძლებლობას მისცემდა, პარლამენტში შესულიყვნენ და თავისი პარტიული საქმიანობა განევითარებინათ, მეტი შესაძლებლობა ჰქონოდათ და ეს ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურასაც ზრდის. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი. ამიტომ, როგორ შეიძლება მე ვიყო მაჟორიტარული სისტემის მომხრე. კარგი გამოსავალი იყო პროპორციული არჩევნები, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.