საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული „კონსერვატიული პარტიის“ წევრი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ფრაქციის შემნასტან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები და ფრაქციის შემქნას მხოლოდ იმ იმ ადამიანებთან ერთად აპირებს, რომლებიც „კონსერვატიული პარტიის“ ღირებულებებს იზიარებენ.
„მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომლებთან ერთდაც შევქმნით ფრაქციას, იყვნენ ჩვენივე პოზიციის მქონეები, მაგალითად, არ უჭერდნენ მხარს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, არ იყვნენ მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეები, იყვნენ ოჯახის, ჯარისა და იმ ღირებულებების მქონე, როგორც ეს ჩვენი -„ კონსერვატიული პარტიის“ ღირებულებებში აისახება. ეს არის ჩვენთვის ფილტრი, რომელიც გადაწყვეტილებას მიგვაღებინებს ფრაქციის ჩამოყალიბებაში”, - თქვა ძიძიგურმა.