თბილისში ნატოს სამოკავშირეო ოფისის გახსნა წარმოადგენს ალიანსის საელჩოს საქართველოში, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ სამოკავშირეო ოფისის გახსნის შემდეგ განუცხადა.
"დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ნატოს სამოკავშირეო ოფისის ფაქტიურად ალიანსის საელჩოს წარმოადგენს საქართველოში და ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ნატოში ინტეგრაციის, რომ გავხდეთ ცივილიზებული ერების სრულფასოვანი წარმომადგენლები" - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის საქართვეოში ვიზიტი ლისაბონის სამიტის წინ.
"შეხვედრებზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, მათ შორის ნატოში ინტეგრაციის გზები და დასახული ამოცანები, ასევე ავღანეთში ჩვენი მისიის ყოფნა", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.