საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს მიუსამძიმრა.
ბოკერიას თქმით, ეს არის უდიდესი ტრაგედია არა მარტო იმ ოჯახებისთვის ვინც ახლობლები დაკარგეს, არამედ სრულიად საქართველოსთვის.
"ეს ადამიანები შეეწირნენ საქართველოს თავისუფლების იდეასა და იმ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია. მათი დაკარგვა ჩვენი ქვეყნისთვის და მათი ოჯახებისთვის არის უდიდესი ტრაგედია", - აღნიშნა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტქმბერს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა ოთხი ქართველილ სამხედრო მოსამსახურე: პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე.