თბილისში ნატოს სამოკავშირეო ოფისის გახსნა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ნატოს სამოკავშიერო ოფისის გასხნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველოში სამოკავშირეო ოფისის გახსნა მნიშვნელოვანია ნატო საქართველოს ურთიერთობისთვის. ნატოს წევრი ქვეყნები მზად არიან საქართველოს თავისი გამოცდილება გაუზიარონ, რომელიც ამ ოფისის საშუალებით განხორციელდება", _ განაცხადა რასმუსენმა.
მისივე თქმით, ნატოს მხრიდან საქართველოსთვის ყველაზე კარგი მხარდაჭერა ის არის რომ მან მხარი დაუჭიროს ქვეყანაში რეფორმების გაგრძელებას და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.