ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს მიუსამძიმრა.
"მინდა გამოვხატო ჩემი უღრმესი მწუხარება მთელი საქართველოს და განსაკურებით იმ ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცების ოჯახებს მიმართ, ვინც გუშინ ავღანეთის მხარეში დაიღუპა. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ურყევ ნებას და მზადყოფნას იმის შესახებ, რომ ვიბრძოლოთ საქართველოსა და მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობის საერთო მიზნებისთვის, ვიბრძოლოთ თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის", _ განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, ქართველ ერს აქვს ურყევი ნება იყოს თავისუფალი, შესწევს ძალა დაიცვას საკუთარი თავი საერთო ინტერესები და ფასეულობები.