ორშაბათს იქნება აქ ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევთ დაგვშალოთ. ყოველ კვირას აქ იქნება პიკეტი, სამშაბათს სესია არ შედგება, - განაცხადა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ერთ-ერთმა წევრმა შოთა დიღმელაშვილმა.
მისი თქმით, 25 ნოემბერს მასშტაბური აქცია გაიმართება.
„ჩვენ შეიძლება გუშინ არ დაგვიმარცხებიხარ ბიძინა ივანიშვილო, მაგრამ გუშინ შენ თვითონ დამარცხდი და იმასაც მივაღწევთ, რომ სხვა ყველაფერთან ერთად გუშინდელი დღე არ გაპატიოთ შენ. პირადად ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ დაგამარცხოთ და მასთან ერთად გაერთიანებულმა ოპოზიციამ. ამის მისაღწევად ჩვენ გვაქვს გეგმა, პირველ რიგში, ჩვენ ვდგავართ იმ აზრზე, რომ პროპორციული არჩევნები არის გარდაუვალი აუცილებლობა ამ ქვეყნისთვის და არ დავთმობთ. ჩვენ შემოგთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც აბსოლუტურად ზის კონსტიუციაში და ამას აუცილებლად ვუზურუნველყოფთ. ორშაბათს იქნება აქ ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევთ დაგვშალოთ. ყოველ კვირას აქ იქნება პიკეტი, სამშაბათს სესია არ შედგება“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.