ნატოს სამოკავშირეო ოფისს თბილისში ზბიგნევ რიბაცკი უხელმძღვანელებს. როგორც მან ოფისის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ნატოს სამოკავშირეო ოფისის საქართველოში გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა და მას ექნება პერმანენტული ხასიათი.
ამ წუთებში ნატოს სამოკავშირეო ოფისის გასხნაზე ვიცე-პრემიერს გიორგი ბარამიძეს და ნატოს გენერალურ მდივანს ანდრეს რასმუსენს ელოდებიან.
ოფისის გახსნაზე მოწვეულები არიან როგორც საქართველოს ხელისუფელბის, პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ზბიგნევ რიბაცკი ნატოს მეკავშირე ოფიცერია.