საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენისა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ნატოს გენმდივანი საგარეო საქმეთა სამინისტროდან თავდაცვის უწყებაში გაემგზავრა, სადაც შეხვედრას მინისტრ ბაჩო ახალაიასთან გამართავს და ქართველ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართავს.
როგორც ცნობილია ნატოს გენმდივანი საქართველოს გუშინ გვიან ღამით ეწვია.
თავდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება.
დღესვე იგი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან. ამას გარდა, რასმუსენი ნატოს სამოკავშირეო ოფისის გახსნასაც დაესწრება რის შემდეგაც ვიზიტის ბოლოს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გაიმართება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია სააკაშვილისა და რასმუსენის ერთობლივი პრესკონფერენცია.
ნატოს გენმდივანი საქართველოს დღეს 16:00 საათზე დატოვებს.